1)პროექტის სახელი:მსოფლიო ბაზარზე გენმოდიფიცირებული ორგანიზმები.
2)პროექტის მოკლე აღწერა 1-2 წინადადებით: პროექტი განხორციელდება მოსწავლეების მიერ შერჩეულ პრობლემურ თემაზე:მსოფლიო ბაზარზე იყიდება გმო-ი ყოველგვარი ნიშანდებისა და ნებართვის გარეშე.
3)პროექტის სრული აღწერა: აღნიშნული პრობლემა დღეს საქართველოში და მთელს მსოფლიოში აქტუალურია.პროექტის მიზანია:პრობლემის გადაჭრის გზების ძიება.იმ უნარების გამომუშავება,რომელიც ეხმარება ადამიანს,განსაზღვროს თავისი ადგილი ბუნებრივ გარემოში და დააკვირდეს მიმდინარე ბუნებრივ პროცესებს.მოსწავლეები გაეცნობიან გმო-ის მიმართ სახელმწიფო დამოკიდებულებას,შეადარებენ საქართველოსა და ევროკავშირში არსებულ სიტუაციას.იმსჯელებენ გმო-ის იმპორტის წარმოების ,სასურსათო ბაზარზე გმ-ი პროდუქტების მოხვედრის ალბათობისა და გზების შესახებ.პროექტის მონაწილეები ერთიანდებიან ერთ ჯგუფად,ადგენენ სამუშაო გეგმას,ინაწილებენ ფუნქციებს. მაგ:ინტერვიუერი,რომელიც მოსახლეობაში ახდენს გამოკითხვას, ინტერნეტიდან ინფორმაციის მომძიებლები.(საიტი:www.gmfree.caucasus.net)მხატვარი და ა.შ.გარკვეული დროის განმავლობაში მუშაობენ პროექტის სრულყოფაზე და ემზადებიან პრეზენტაციისთვის ,რომელიც შეიძლება წარმოდგენილ იქნას ნაწერის,ვიდეომასალის,ნახატების სახით და ა.შ.
4)მონაწილეთა ასაკი :15-16წ
5)ვადები/ხანგრძლივობა:4-5კვირა.
6)პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში :კლასში მოსწავლეები განიხილავენ ერთმანეთის მიერ მოპოვებულ ინფორმაციას,ამუშავებენ მას და წარმოადგენენ წერილობით.შეიძლება გააკეთონ მოძიებული ვიზუალური მასალების გამოფენა,დასკვნების გაკეთება და შეფასება.
7)მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება, შეიქმნას :ბუნX.IIმოსწავლე აფასებს გენეტიკაში დაგროვილი ცოდნის მნიშვნელობას,მსჯელობს მათი გამოყენების პერსპექტივებზე. 2.6.პროექტის სახით წარმოადგენს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გმო-თან დაკავშირებული მარეგულირებელი ღონისძიებების მიმოხილვა.
8)სარგებელი სხვებისთვის :ხელს შეუწყობს მოსახლეობის ინფორმირებას თუ რა უარყოფითი შედეგები აქვს გმო-ს და პროდუქტებს.
.9)სამუშაო ენა :ქართული
10)მონაწილეები სხვა სკოლიდან :არ არის
11)საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/სასწავლო ეროვნულ გეგმასთან კავშირი:პროექტზე მუშაობა ხელს უწყობს სხვადასხვა საგნებში მიღებული ცოდნის ინტეგრაციას.ცოდნის პრაქტიკული გამოყენების უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას,აჩვევს მოსწავლეებს დაგეგმვას და დროის განაწილებას,უყალიბებს იდეის ჩამოყალიბების და ნამუშევრის დაცვის უნარს.
12)პროექტის ფასილიტატორი :ინგა ტაბატაძე
13)ფასილიტატორის ელ-ფოსტა )i.tabatadze80@gmail.com
14)პროექტის ვებ-გვერდი, ბლოგი:ingatabataze.blogspot.com
Wednesday, November 18, 2009
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment